ირაკლი კობახიძე ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თუმცა ამჟამად სამივე სფ...
ჩვენ დაინტერესებული ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც თავად ევროკავშირი აწყდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელზე „მომავლის განსაზღვრა და მართვა“ სიტყვით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად მსოფლიოში ორი ომი მიმდინარეობს, გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. "მსოფლიოში ორი ომი მიმდინარეობს - ჩვენს ირგვლივ. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად ხასიათდება გეოპოლიტიკური დაძაბულობით. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე - სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში აუცილებელია არსებითი გამოსავალი. ჩვენ დაინტერესებული ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას გვაქვს ეს საერთო მიზანი. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თავად ევროკავშირი დგას. ეს არის ფუნდამენტური გამოწვევები. რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები - ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და კანონის უზენაესობა. თუმცა, თუ გადავხედავთ დღევანდელ ევროკავშირს, მას სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ძალიან გვაღელვებს და ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ვითარება მომავალში შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საქართველომ მრავალი წელია დაამტკიცა, რომ არის საიმედო ხიდი ევროპასა და აზიას შორის. „როცა საქმე სამხრეთ კავკასიას ეხება, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევები გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზეც. თუმცა, ამავდროულად, მსოფლიოში მოვლენების ასეთი განვითარების პირობებში სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. საქართველომ მრავალი წელია დაამტკიცა, რომ საიმედო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კავშირის გასაძლიერებლად. დღევანდელ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა სერვისები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო არის ტვირთის, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდების სატრანზიტო ჰაბი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეს ფუნქცია გავაძლიეროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
• თბილისში, უცხოელის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს • ზურაბიშვილმა არჩევნების გადამწყვეტი როლი გამოაცხადა, გენერალურმა მინისტრმა „ღალატის“ ბრალდებებით უპასუხა. • კალაძე იცავს ახალ „აბასთუმანი-2“-ის აკრძალულ ზონას, მოჰყავს ობსერვატორიის მეცნიერთა შეშფოთება. • კობახიძე: ჩვენ დაინტერესებული ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი • ლევან ხაბეიშვილი - დღეს რა არჩევნებია, თუ არა უშავს, გიჟები ხართ! მართლა გაგიჟდი? მე გეტყვით, რატომ ხდება ეს ჩვენთან: არ ვიცით რა ვქნათ, ამიტომ ჰგონიათ, რომ თუ ბიძინას ვერ დავამარცხებ, ლელოს ან გახარიას დავამარცხებ. • თბილისში ვაკის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართება •