აფგან სადიგოვი სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლომდე ვერ გავაგრძელე.

აფგან სადიგოვი სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლომდე ვერ გავაგრძელე.

სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა“ ბოლომდე ვერ გავაგრძელე, - წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში. „მთელი გული, ფიქრი და სული საქართველოში დარჩა - პარლამენტის წინ ხალხთან და ჩვენს მეგობრებთან ბრძოლაში. უღრმეს მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს მეგობრებს და ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ივანიშვილმა - მკვლელმა, კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, კრემლისა და პუტინის მონა და თავისი ქვეყნის მოღალატე - ჩემი განდევნით, საერთაშორისო სამართლის და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. ამ ნაბიჯით მან პირად ინტერესებს შესწირა ხალხის აწმყო და მომავალი. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში ყოფნა ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“. სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და „ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ“ ბოლომდე ვერ გავაგრძელე. მაგრამ მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი დარჩება მტკიცედ და სამუდამოდ ჩამოაშორებს „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ დაჯგუფებას და ბანდიტთა ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ასპარეზიდან. ძვირფას ქართველ ხალხს და ჩემს ამხანაგებს ბოლომდე ვიქნები გვერდით! გაურკვეველია, რა მოხდება გარკვეული დროის შემდეგ და რა ტრაგედიები მოგვივა. პატიმრობა, რეპრესიები და ფარული მკვლელობები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე. ძირს დიქტატურა! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! - წერს სადიგოვი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულად დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავეს. იმავე დღეს დააჯარიმეს 2000 ლარით, გააძევეს საქართველოდან და 3 წლით აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა.

განათლების მინისტრის მოადგილე: საუბარია დიპლომებზე, რომლებშიც სიტყვა „ბაკალავრიატი“ არ არის განსაზღვრულიკობახიძე: სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ახლა უფრო მეტად არიან ორიენტირებული კავშირების განმტკიცებაზეგანათლების მინისტრის მოადგილე: სასკოლო ფორმის ღირებულება ალბათ ას ლარამდე იქნებასაგარეო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეაცოტნე ივანიშვილი: პოლარიზაციისგან საუკეთესო გამოსავალი დისკუსია და განსხვავებული აზრის მოსმენაალევან ხაბეიშვილი - დღეს რა არჩევნებია, თუ არა უშავს, გიჟები ხართ! მართლა გაგიჟდი? მე გეტყვით, რატომ ხდება ეს ჩვენთან: არ ვიცით რა ვქნათ, ამიტომ ჰგონიათ, რომ თუ ბიძინას ვერ დავამარცხებ, ლელოს ან გახარიას დავამარცხებ.

ENDEKA