მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის მეცნიერებსა და ექსპერტებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მეცნიერები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე მკვლევარები და დარგის ექსპერტები. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც მოიცავს სექტორის თითქმის ყველა სეგმენტს და აღნიშნა, რომ სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას სტრატეგიის განხორციელების პროცესში. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა სექტორში საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გატარებულ მასშტაბურ რეფორმებს და განაცხადა, რომ ამის მისაღწევად 2030 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11500 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს. მინისტრის განმარტებით, სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ქვესადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას და მოდერნიზაციას. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დამატებით ინვესტიციებსაც ითვალისწინებს. როგორც შეხვედრაზე მარიამ კვირიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, მათ შორის ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რაც რადიკალურად შეცვლის სექტორის სტრუქტურას და გაზრდის ადგილობრივ წარმომქმნელ სიმძლავრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიკაციის პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. შეხვედრაზე აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკა, რაც მოითხოვს გენერირებისა და გადამცემი სიმძლავრეების შემდგომ გაფართოებას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომუნიკაციის ეს ფორმატი მისასალმებელია, რადგან დაგეგმილი რეფორმების ეფექტური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია სექტორში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარული გახდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება გააგრძელოს სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი შეხედულებების გათვალისწინება პოლიტიკის შემუშავების პროცესში. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სახელმწიფო ელექტროსისტემის, სახელმწიფო გაზის ტრანსპორტის კომპანიის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
• რუსეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში სანქციებით დაემუქრა • გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ახალი ვადით დაინიშნა • სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება გლობალური პროცესების ფონზე - კობახიძე • ირაკლი კობახიძე - ოფიციალურ ორგანიზაციებში შესამჩნევია არაფორმალური გავლენები, სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს უქმნიან გამოწვევებს და ამის "კარგი" მაგალითია საქართველო - ეს უნდა შეიცვალოს • სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს • კახა კალაძე: ახლა მიხვდნენ, რომ არჩევნებს აქვს მნიშვნელობა, არა?! - ხალხმა კარგად იცის, ვინ ვინ არის, ვის ემსახურება სალომე ზურაბიშვილი და ვისი გავლენის ქვეშ იმყოფება. •