სომხეთში ოპოზიციური პარტია ძლიერი სომხეთის 14 წევრი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია ძლიერი სომხეთის 14 წევრი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ადვოკატმა იურა დილანიანმა განაცხადა. მისი თქმით, დილით სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ქალაქ არტაშატში პარტიის სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და მისი წევრები დააკავა. „დილიდან ვცდილობდით გაგვერკვია, სად გადაიყვანეს ეს ადამიანები, როგორია მათი სტატუსი და რა მიზეზით, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ასევე ვცადეთ შევედით ანტიკორუფციული კომიტეტის შენობაში ჩვენი კლიენტების დასაცავად, მაგრამ არ შეგვიშვეს“, - აღნიშნა ადვოკატმა. პარალელურად სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო ქრთამის გაცემისა და მიღების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 14 პირი დააკავეს.

ნიკა გვარამია: ვმონაწილეობთ თუ არა არჩევნებში, გადაწყვეტილებას მარტო არასდროს მიმიღია და არც ვიღებ და არც შემიძლია - უნდა გვახსოვდეს და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ვიზიარებთწალკაში ცოფის ერთი შემთხვევა დადასტურდა 2000-ზე მეტი ცხოველის აცრა.საქართველომ ახლად გამკაცრებულ შრომითი მიგრაციის კანონს გამონაკლისები დაუმატალევან სამუშია: დავიწყეთ მუშაობა - დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებისკენ მოტივაცია გაიზრდება - უნგრეთის მაგალითმა გააცოცხლა რწმენა - ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ცვლის პოზიციას და „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქართველოს გავლით საქონლის იმპორტი დაიწყოსაქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის - C5-ის შემოღებას

ENDEKA