წალკაში ცოფის ერთი შემთხვევა დადასტურდა 2000 ზე მეტი ცხოველის აცრა.
წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა და ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა, აცრილი იქნა 2000 სული პირუტყვი, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი და 75 კატა, ასევე 5 ღორი და 4 ვირი. „ცოფის შემთხვევა 6 აპრილს დადასტურდა, ვირუსი მელადან ძაღლებზე გადავიდა, ამის შემდეგ ქალაქის მოსახლეობას ვაცნობეთ და 8 აპრილს გამოცხადდა ერთთვიანი კარანტინი - 8 მაისამდე. ადგილზე უკვე გატარებულია პრევენციული ღონისძიებები. პროცედურები გრძელდება, საჭიროების შემთხვევაში გატარდება დამატებითი ღონისძიებები - პრევენციული სამუშაოები არ ჩერდება. წელს ცოფის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე წლის წინ იყო მსგავსი შემთხვევა - ვირუსი მელადან ძაღლზეც გადავიდა და შემდეგ მსგავსი პრევენციული ღონისძიებები გატარდა“, - განაცხადა საბაძემ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებული მელა ოთხმა მაწანწალა ძაღლმა მოკლა. შედეგად, წალკის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ ზონაში კარანტინი გამოცხადდა და რისკის ზონა და ანტიეპიდემიური ღონისძიებები დაიწყო.
• კუპრაძე: „ლელო“ ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას • საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის - C5-ის შემოღებას • შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ბლოკავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე - ბრიუსელი დღეს უფრო მეტ პრობლემას უქმნის კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ. • ჩვენს ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი. • გიორგი თუმასიანი: პიტერ მაგარმა დაიწყო ძალიან პოზიტიურად და აქტიურად - მისი განცხადებები ადასტურებს, რომ როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოდის, სახელმწიფოზე ორიენტირებული ფიქრობს • ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საგრანტო კანონით 165 განაცხადი განიხილა •