ბორჯომში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი შენდება
150 ლტოლვილი ოჯახის განსახლების მიზნით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ახალ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ე.წ კომპაქტურ დასახლებებში. მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარია. სრული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და ლტოლვილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ბორჯომში მცხოვრებ ლტოლვილებს შეხვდნენ და მათი განსახლების მიზნით სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ბორჯომის პარალელურად, ლტოლვილთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ სამ ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.
• ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას • „გრუზსტატის“ აღმასრულებელ დირექტორად ახალი ვადით გოგიტა თოდრაძე დაინიშნა • თბილისში, უცხოელის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს • შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ბრიუსელის მიერ არჩეული გზა საქართველოსა და კანდიდატი ქვეყნებისკენ არის მთლიანად მოწყვეტილი ევროპულ ღირებულებებს • შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის • საქართველოს პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო •