2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული 4 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შეიძლება გაიგივდეს მაგისტრის ხარისხთან.

2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული 4 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შეიძლება გაიგივდეს მაგისტრის ხარისხთან.

2010 წლის 1 სექტემბრამდე 4 წლიანი უმაღლესი განათლების პროგრამის დამთავრებისას მინიჭებული დიპლომი შეიძლება გაიგივდეს მაგისტრის ხარისხთან. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. მოქმედი კანონმდებლობით, 2010 წლის სექტემბრამდე 4 წლიანი პროგრამების გავლის შემდეგ მიღებული დიპლომები გაიგივებულია ბაკალავრის ხარისხთან, ხოლო 5 წლიანი (ე.წ. ნახევარ განაკვეთზე) ერთსაფეხურიანი პროგრამების გავლის შემდეგ გაცემული დიპლომები – მაგისტრატურას. კანონპროექტის ავტორების თქმით, ეს ქმნის არათანაბარ ვითარებას, რომლის გამოსწორებას შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს. „ამ ცვლილების განხორციელების გარეშე, პირები, რომლებმაც დაასრულეს ოთხწლიანი ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების პროგრამა, სასამართლოს მიმართვის გარეშე ვერ ისარგებლებენ თავიანთი უფლებებით. ამ კანონის მიღების გარეშე დარჩება უსამართლო და არათანაბარი მიდგომა, რადგან 4 წლიანი (სრულ განაკვეთზე) ერთსაფეხურიანი პროგრამის გავლის შემდეგ გაცემული დიპლომები ბაკალავრის ხარისხთან, ხოლო 5 წლიანი (ნახევარ განაკვეთზე) პროგრამის დასრულების შემდეგ გაიგივებულია მაგისტრატურასთან“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. ამასთან, გამარტივდება 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება. კანონპროექტი ასევე ეხება იმ პირებს, რომლებმაც 2010 წლის სექტემბრამდე დაასრულეს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც დაკარგეს აკრედიტაცია ან ვერ მიიღეს იგი. ცვლილებების მიხედვით, მათი განათლების აღიარება სასამართლოს ჩართულობის გარეშე გახდება შესაძლებელი. „კანონის მიღება აუცილებელია, რათა პირებმა, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე კანონმდებლობის შესაბამისად ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში და რომლებმაც სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ პირობებში დაწესებულების აკრედიტაციის დაკარგვის ან წარუმატებლობის გამო, მიიღონ განათლების აღიარება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონის გარეშე, პირები, რომლებმაც ნაწილობრივ მიიღეს განათლება არალიცენზირებულ დაწესებულებებში (შემთხვევები, როდესაც დაწესებულებამ მიიღო ლიცენზია მას შემდეგ, რაც სტუდენტი უკვე ჩაირიცხა საგანმანათლებლო პროგრამაზე - ერთი კვირის, თვის ან წლის განმავლობაში) ვერ დაადასტურებენ სწავლის ნამდვილობას სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე დანერგა პრაქტიკა მსგავს საქმეებთან დაკავშირებით და პირებს სასამართლო პროცესით ენიჭებათ განათლების აღიარება, მიზანშეწონილია შემოღებული იქნას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ასეთი პირები არ მოეთხოვონ სასამართლოს მიმართონ თავიანთი უფლებების განსახორციელებლად“, - ნათქვამია კანონპროექტში.

ირაკლი კუპრაძე - ოპოზიციას აქვს ძალა, არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, მაგრამ ლელოს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება - ივანიშვილი არ არის დაუმარცხებელი.განათლების მინისტრი სკოლის ახალ ფორმაზეHessink’s-ი თბილისში ქართული ხელოვნების პირველ აუქციონს გამართავსბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შესყიდვავაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებაბაზისბანკი ყიდულობს საქართველოში სიდიდით მესამე ლიბერთი ბანკს, რომელიც GD-Close ირაკლი რუხაძის თანამფლობელია.

ENDEKA