პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებები.
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები და 81 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი. საკითხი წარადგინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა. ცვლილებების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ცვლილებები ასევე შედის „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსსა“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
• ზურაბიშვილი უნგრეთის არჩევნებზე: დიქტატორები მიდიან, სამუდამოდ არაფერია ამქვეყნად • ელენე ხოშტარია: გაერთიანებული ევროპის იდეამ თავდაპირველად მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა კი უნგრეთში - რომ ტენდენციად იქცეს, აქაც უნდა გაიმარჯვოს - ტყუილი საპნის ბუშტებივით ფეთქდება, შეუპოვრობა კი შედეგს იძლევა • ეროვნული ბანკი გადახდის სერვისებზე მოთხოვნებს ამკაცრებს. • საია ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელს შეიტანს • 2025 წელს ქვეყანაში შემოსულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. • საქართველოს სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაციის საკითხს შეისწავლის. •