შსს მამაკაცი დააკავეს ცოლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურებისა და მათ მიმართ სხვა სექსუალური ძალადობის ჩადენისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა გაუპატიურებისა და მათ მიმართ სხვა სექსუალური ხასიათის ქმედებების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუპატიურებდა მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს და სჩადიოდა მათ მიმართ სხვა სექსუალურ ქმედებებს, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. „გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• სალომე ზურაბიშვილი - მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდეს • პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს ამტკიცებს • ყაველაშვილი გაეროს აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა • დროა - ელენე ხოშტარიამ და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლმა ქალებმა მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაერტის. • სასამართლომ პატიმრები ჩეჩინი, გრიბულია და კუხარჩუნი 5000 ლარით დააჯარიმა ბანქოს სათამაშოდ. • გია ვოლსკი - საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის - ეს არის ტყუილი, რომელიც დღეს დილიდან მიზანმიმართულად გავრცელდა •