სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას. მან აღნიშნა ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესებში. მაიკლ ო’ფლაერტის ინტერესის საპასუხოდ, მინისტრმა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე მიმდინარე ოკუპაციის სერიოზული შედეგების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ასევე განიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მისი განხორციელება და სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე დიალოგის გაღრმავებას და ნდობის აღდგენას ხელოვნურად გაყოფილ თემებს შორის საერთო ინტერესების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა კომისარმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს ყოვლისმომცველი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ოკუპირებულ რეგიონებში. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

საქართველოში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემულ გრანტებზე და ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემული გრანტებისთვის მთავრობასთან შეთანხმება არ იქნება საჭირო.საქართველო საჯარო მოხელეებისთვის ინტერესთა კონფლიქტის წესების შემსუბუქებას სთავაზობსარჩილ გორდულაძე: ოპოზიცია არ იხილავს არც „ნეპალის შემოდგომას“, არც „უნგრეთის გაზაფხულს“ და არც სხვა ქვეყნის ზაფხულს და ზამთარს - ისინი პოლიტიკურად გაბათილებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო: მამაკაცი დააკავეს ცოლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურებისთვისმაკა ბოჭორიშვილი - ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე - საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“

ENDEKA