პარლამენტი მხარს უჭერს ახალი C5 კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის შემოღებას

პარლამენტი მხარს უჭერს ახალი C5 კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის შემოღებას

საქართველოს პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 72 ხმით მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, ამოქმედდება C5 კატეგორიის ახალი ჩვეულებრივი ვიზა. ამ კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზა გაიცემა საქართველოში მოკლევადიანი მიზნებით ჩამოსულ პირზე, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ - თუ ეს დაკავშირებულია არარეზიდენტის საქმიანობასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ კატეგორიის ვიზა გაიცემა ასევე პირის მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე. ცვლილებების მიხედვით, კანონში ტერმინი E-VISA PORTA შეიცვლება ჩანაწერით - „სპეციალური ვებგვერდი“. ამასთან, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაჩქარებული წესით იქნება შესაძლებელი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. კიდევ ერთი ახალი საფუძველი C5 ვიზის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთების დაუსაბუთებლად არის სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მაკა ბოჭორიშვილი - შანტაჟის ნაცვლად მუშაობა! ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, რისთვისაც აუცილებელია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდასალომე ზურაბიშვილი - მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდესზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში მცირე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს.განათლების სამინისტრომ დაამტკიცა სკოლის ფორმები 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის.შსს - მამაკაცი დააკავეს ცოლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურებისა და მათ მიმართ სხვა სექსუალური ძალადობის ჩადენისთვის

ENDEKA