აშკარაა პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

აშკარაა პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების გრძელი დღე, ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკური ველის პოლარიზაცია აშკარაა და ხალხისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად აუცილებელია პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ჩართვა. "პერ ჯოან პონს სამპიეტროსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგებს შორის შეხვედრების გრძელი დღე ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. აშკარაა პოლიტიკური ველის პოლარიზაცია. ქართველი ხალხისთვის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების პოვნა მოითხოვს პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ჩართვას", - წერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა X-ში. ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში 8 მარტს ჩამოვიდა და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პრეზიდენტი პერე ჯოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.

ფინანსთა მინისტრი: მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერაპაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ ისტორიის დამკვირვებლები, ჩვენ ვართ მისი ავტორებისამეგრელოში ახალი ეგრისის ეროვნული პარკი იგეგმებათბილისის ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდნენლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი: ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე - გულისხმობს ხელშეკრულების მოწყობას, განზრახ მკვლელობას და დამნაშავე უკვე ნასამართლევია ორი ინსტანციის სასამართლომ.კობახიძე გაეროში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ENDEKA