გიორგი ვაშაძე სამეზობლოში ომია, რა უნდა ქნას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებამ ამ საფრთხის დასაპირისპირებლად პირველი რაც უნდა გააკეთოს ერის კონ...
სამეზობლოში ომია - რა უნდა გააკეთოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებამ ამ საფრთხესთან დასაპირისპირებლად? პირველი, რაც უნდა გააკეთოს, არის ერის კონსოლიდაცია. გვეუბნებიან, რომ ომის საშიშროება არსებობს, თუ ეს საფრთხე არსებობს, მას ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს „სტრატეგიის აღმშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ამასთან, ვაშაძემ ოპოზიციური ალიანსისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ალიანსმა მოქმედება დაიწყო“. „კარგი და პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, ოპოზიციურმა ალიანსმა დაიწყო მოქმედება. ერთ რამეზე შევთანხმდით, ბოროტების მანქანას ვებრძვით - ბოროტებას დავამარცხებთ სიკეთით, კონსოლიდაციით, კონსოლიდირებული სიკეთით, რადგან გვსურს თანამშრომლობის ხელი გავუწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს დაასრულოს ქვეყანაში არსებული უსამართლობა და დაპირისპირება, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი ბოროტების ძალით ოცნების სახით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. რაც შეეხება ალიანსსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შორის თანამშრომლობას, ვაშაძემ განაცხადა, რომ მასთან კომუნიკაციაში არიან, თუმცა თანამშრომლობის ფორმაზე ჯერ არ განიხილეს. „სალომე ზურაბიშვილთან, ისევე როგორც ყველასთან მაქვს კომუნიკაცია. თანამშრომლობის ფარგლები არ გვისაუბრია, ამის დროც მოვა და ძალები კიდევ უფრო გაერთიანდებიან. ალიანსის შექმნა კარგი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ერი პოზიტიური დღის წესრიგისთვის, რათა ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ, არამედ ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს და ვთქვათ, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. 0 ჩვენ ვართ და უნდა შევძლოთ თანაცხოვრება. ჩვენც უნდა შევძლოთ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც შეგვიყვანეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
• მაკა ბოჭორიშვილი – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო არ იქნებოდა, უარყოფილი არ ყოფილა. • 2025 წელს ქვეყანაში შემოსულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. • მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა • მაკა ბოჭორიშვილი - თქვენი ოცნებები იზოლაციაზე მხოლოდ თქვენი ოცნებებია. სასაცილოა, კაია კალასს არ შეუძლია განსაზღვროს, იქნება თუ არა საქართველო იზოლირებული, ვინ მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვის შევხვდებით.. ეს დღეს არ ხდება! • მიტროპოლიტი შიო: თუ დიდმარხვის დროს სინანულზე ვფიქრობდით, დიდმარხვის შემდეგ უნდა ვეცადოთ, რომ არ დავუბრუნდეთ მოვინანიეთ ცოდვებს - ბევრი ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ სხეულს, მაგრამ არ ზრუნავს სულზე • „ოცნების“ ლიდერი: ჩვენ გონივრულად და სიფრთხილით გავაგრძელებთ შეწყალების პოლიტიკას •