უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთთან ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს. სხვა დეტალები უცნობია. გარდაცვლილი მებრძოლის თანამებრძოლი უსამძიმრებს ოჯახს და წერს, რომ „სიკვდილი პატივია მებრძოლებისთვის“. „სამწუხაროდ, კიდევ ერთი გმირი ძმა დავკარგეთ, დიდება შენს გმირულ სულს, ძმაო, პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს გმირი ბიჭის გარდაცვალებას. მებრძოლი ბრძოლაში კვდება და ბრძოლაში სიკვდილი ჩვენთვის პატივია. მებრძოლებს ჩვენი გზა აქვთ და ბევრი ვერ გაიგებს ამ გზას...“, წერს ავთო ქაჯაია ფეისბუქზე. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
• კალაძის საარჩევნო ოფისთან პუბლიკას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ორს ბრალი წაუყენეს • ახლო აღმოსავლეთში ცის დაკეტვის გამო საქართველოს გავლით ტრანზიტი გაიზარდა • ADB-ის პრეზიდენტი კობახიძეს შეხვდა და შეაქო საქართველოს „ძლიერი მაკროეკონომიკური მოღვაწეობა“ • აზერბაიჯანმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში • საქართველო დაიწყებს მედიის ობიექტურობის მონიტორინგის ახალი წესების გამოყენებას • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე - განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას პროგრესისადმი სერიოზული ერთგულების დემონსტრირებისთვის •