აშშ ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე განვი...

აშშ ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე განვი...

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და პოლიტიკურ კლიმატზე საქართველოში, ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადადგას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და პროგრესისადმი სერიოზული ერთგულების დემონსტრირებისთვის“, - განუცხადეს ტელეკომპანია „ფორმულას“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. როგორც „ფორმულა“ იტყობინება, მედია ორგანიზაციამ სახელმწიფო დეპარტამენტს „ქართული ოცნების“ დელეგაციის აშშ-ში ვიზიტამდე მისწერა, თუმცა პასუხი ვიზიტის შემდეგ მიიღო. „აშშ 33 წელია საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები. შეერთებული შტატები იბრძვის საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომლის შუამავლობითაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს და დიდად ისარგებლოს იმ სტაბილურობითა და კეთილდღეობით, რაც შესაძლებელს ხდის ამ შეთანხმებას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და პოლიტიკურ კლიმატზე საქართველოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადადგას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და პროგრესისადმი სერიოზული ერთგულების დემონსტრირებისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის: "ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ისინი 4-5 მარტს ვაშინგტონში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ.

გვარამია: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და მას უფლება აქვს პოლიტიკური ველის განახლება მოინდომოსუფალი შიო: 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაშინიკა გვარამია: სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკოსია და აქვს უფლება, სურდეს პოლიტიკური ველის განახლება - წარმატებებს ვუსურვებ ამაში, თუ საჭიროდ ჩათვლის და თუ აქვს ამის შესაძლებლობებისაქართველოში სკანდალი ატყდა რეჟისორ რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ.ცოფის შემთხვევის შემდეგ წალკაში კარანტინი გამოცხადდალიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღეს ჩვენ ქართველებთან ერთად ვიხსენებთ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს

ENDEKA