აზერბაიჯანმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

აზერბაიჯანმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

„აზერბაიჯანმა დროებით დახურა თავისი საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთით“, იუწყება BBC Reuters-ზე დაყრდნობით. უწყების ცნობით, საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დაიკეტება. შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული თვითმფრინავის აფეთქების შესახებ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სოფელ შეკერაბადში კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავი დაეშვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის წინააღმდეგ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აზერბაიჯანის მიმართულებით უპილოტო თვითმფრინავის გაშვება უარყო. შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, ეს ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა.

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი: ახლო აღმოსავლეთის ომი შეანელებს გლობალურ ზრდას, გაზრდის ინფლაციასლიტვაში პოლიტიკური მკვლელობების მოწყობასთან დაკავშირებით დაკავებული ეთნიკური ბერძენი საქართველოდანმსოფლიო ჩემპიონატის წყალბურთის შესარჩევი ტურნირის მეოთხედფინალში საქართველო უკრაინას შეხვდებადღეს დიდი ხუთშაბათის ღვთისმსახურება საქართველოს ყველა ტაძარში აღევლინება.რომელ ქვეყნებს აქვთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა შესვლისთვის?აქტივისტის თქმით, მამაკაცი პარლამენტთან დააკავეს, რომელიც მემორიალიდან მთავრობის წარმომადგენლების მიერ ჩამოტანილი ყვავილების ამოღებას ცდილობდა.

ENDEKA