კახა კალაძე გარედან დაფინანსებულ საპროტესტო აქციებზე გამჭვირვალობის კანონის გაუქმება მოითხოვეს, დღეს გვეუბნებიან, გამოცდილება გაგვიზიარეთ.

კახა კალაძე გარედან დაფინანსებულ საპროტესტო აქციებზე გამჭვირვალობის კანონის გაუქმება მოითხოვეს, დღეს გვეუბნებიან, გამოცდილება გაგვიზიარეთ.

გახსოვთ, გარედან დაფინანსებული საპროტესტო აქციების დროს იყო საუბარი გამჭვირვალობის კანონის გაუქმებაზე - დღეს გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გაგვიზიარეთ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. „დავიწყოთ იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც არ უნდა ყოფილიყო თავდასხმა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. გახსოვთ, მაშინ, გარედან დაფინანსებულ პროტესტზე საუბარი იყო აღნიშნული კანონის გაუქმებაზე, არავის ჰქონია არგუმენტი, რატომ აფერხებდა აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ გზას, დემოკრატიულ პროცესებს. მისი თქმით, გარე ძალების მიერ ქვეყნის შიდა პოლიტიკის დაფინანსება ყველა ქვეყნისთვის მიუღებელი უნდა იყოს. "ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, როგორც საქართველოს მთავრობა მოიქცა. კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის შიდა პოლიტიკის დაფინანსება გარედან. ეს არის პირდაპირი ჩარევა ჩვენს საქმიანობაში. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოდიოდა სახსრები, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა აფინანსებდა ვითომ კარგ პროექტებს. რეალურად, თანხები მიდიოდა პოლიტიკაში. რევოლუცია, საზოგადოების გახლეჩვა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, საიდან მოდის და რაში იხარჯება.

შალვა პაპუაშვილი: რაც გავიგეთ ევროპარლამენტში, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა კონგრესის გამეორება იყო! ევროკავშირი შინაარსით საბჭოთა ხდება - ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ევროპარლამენტარები, ევროკომისრები მისი მტრები არიან.ევროკომისარი: ამჟამინდელი კურსით საქართველო ევროკავშირს არც 2030 წლისთვის და არც არასდროს შეუერთდებაირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოტანის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით.ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა - მუდმივი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ მშვიდობა მტკიცედ იყოს დაცული საქართველოშიშარმანაშვილი: საქართველო არ განახორციელებს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებსევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ENDEKA