ირაკლი კობახიძე 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოტანის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით.
საქართველოს მთავრობა 6 წელზე უფროსი ასაკის მანქანების ქვეყანაში შემოტანას აღარ აკრძალავს. სამაგიეროდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ასეთი მანქანების იმპორტზე აქციზი დაწესდება კონკრეტული ოდენობით - კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე უფროსი ასაკის მანქანების იმპორტთან დაკავშირებით. გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, იმპორტის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 4,5 ლარი იქნება, ანუ აქციზის გადასახადი დაწესდება 45 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმპორტის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე - და სწორედ ამ მიზეზით იყო ნაკარნახევი მთავრობის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში შევიტანეთ გარკვეული შესწორებები, რომლებიც ეფუძნება შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს - თემა, რომელიც ფართოდ განიხილებოდა საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
• ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თუმცა ამჟამად სამივე სფეროში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ძალიან გვაღელვებს. • სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება გლობალური პროცესების ფონზე - კობახიძე • რუსეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში სანქციებით დაემუქრა • მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა • მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა • ირაკლი კობახიძე - გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპების განსაკუთრებული პატივისცემით, დღეს ამას ვეღარ ვხედავთ •