ირაკლი კობახიძე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა მუდმივი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო იმის...
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა - მშვიდობა არის ქვეყნის განვითარების საფუძვლების საფუძველი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, საქართველოს ირგვლივ შექმნილი ვითარებაში მუდმივი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო, რათა ქვეყანაში მშვიდობა მყარად იყოს დაცული. „კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები გვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ირგვლივ შეიქმნა, ბუნებრივია, მუდმივი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ მშვიდობა მყარად იყოს დაცული საქართველოში. მშვიდობა არის ქვეყნის განვითარების საფუძველი. ამიტომ, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო, რომ ჩვენი მოქალაქეები სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ყურის ყურის არაბულ ქვეყნებში საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე დარჩა. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ელჩებს და საელჩოს თანამშრომლებს. მათი ყოველდღიური ძალისხმევის შედეგად ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში. სახელმწიფოს ორგანიზებით ოთხი ჩარტერული რეისი განხორციელდა და შედეგად, 558 ჩვენი მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა. ყველა რეისი სახელმწიფოს მიერ იყო სრულად დაფინანსებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
• აღმოსავლეთ საქართველოში გადახდის ტერმინალებიდან ფულის ქურდობისთვის ოთხი დააკავეს • ალუდა ღუდუშაური - ზახაროვას ან ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის არც ერთი განცხადება არ შესრულდება - შეიძლება ცოტანი ვართ, მაგრამ ქართველები და ღირსებით აღსავსე ერი ვართ, პრაგმატულად ვმოქმედებთ! • განათლების მინისტრის მოადგილე: საუბარია დიპლომებზე, რომლებშიც სიტყვა „ბაკალავრიატი“ არ არის განსაზღვრული • ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თუმცა ამჟამად სამივე სფეროში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ძალიან გვაღელვებს. • ახლო აღმოსავლეთის ომმა საგრძნობლად გაზარდა საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა • უკრაინულმა აზოვის ბრიგადამ დრონეების გამოყენებით დონეცკის ბლოკადის დაწყება გამოაცხადა •