თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ერთი ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი ესწრება. მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. დღევანდელი სხდომა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ამ წუთებში მოწმის სახით იკითხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ კობალაძე. ის ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავების გარემოებებსა და მიზეზებზე ჩვენებას აძლევს. ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩადენის მიზნით, ასევე საჯაროდ მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ხაბეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს თანამდებობის პირისთვის ფულის ან ქრთამის მიცემას სამსახურებრივი უფლებამოსილების ან მოვალეობის შესრულებისას ქრთამის გამცემის სასარგებლოდ მოქმედების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მიზნით. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებებს ეხება. მურთაზ ზოდელავას კი ბრალად ედება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩარევის მიზნით ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დამალვის მცდელობა, რისთვისაც სასამართლომ ჩხრეკის ორდერი გამოიტანა. ზოდელავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს გამომძიებლის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით უკანონო ჩარევას საფუძვლიანი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით. ეს დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• აზარტული თამაშების სექტორში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და ლიცენზირების პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. • გიორგი კაჭარავა: ორბანის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან უბრალოდ ვერ გაგრძელდება - ეს ეპოქა დასრულდა, უნგრეთი შეიცვალა და ევროპული ღირებულებების შესაბამისად იმოქმედებს • მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა • სანქცირებული ტელეკომპანია იმედის იურიდიული სამსახურის უფროსი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა • მაკა ბოჭორიშვილი - ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე - საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ • ზემო ლარსი ახლა: სამგზავრო მანქანების მოძრაობა აღდგა •