სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გლობალური ევროპის ფორუმ 2026 ში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს ბრიუსელში გლობალური ევროპის ფორუმ 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა. Renew Europeis-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე „თავისუფლება თავდასხმაზე: ბრძოლა უსაფრთხო ევროპისთვის“, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. ფორუმზე განიხილება ევროპული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზები თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე. ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას პანელ დისკუსიაში „დემოკრატიის ფარი“, რომელიც ეძღვნება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მედიის თავისუფლების დაცვას. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტარი ნატალი ლოიზეუ, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიჟ შაკე და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე წარმომადგენელი. დისკუსიას უხელმძღვანელებს ევროკავშირისა და ნატოს უფროსი კორესპონდენტი ტერი შულცი. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• დასავლეთი საქართველოს სთავაზობს საწვავის აკრძალვას რუსეთიდან • ბოკერია: „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის მშვიდობიანი პროტესტი იმდენად, რამდენადაც ის აიძულებს რეჟიმს დათმოს ხელისუფლება • ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის სუფთა ფურცლით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან • ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყო • საქართველო ძაღლების ზოგიერთი ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმს აცხადებს • თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავების საგანგებო მობილიზებაა - სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი კოკა მორგოშია დაიკითხება. •