საქართველო ძაღლების ზოგიერთი ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმს აცხადებს

საქართველო ძაღლების ზოგიერთი ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმს აცხადებს

ჰიპერპოპულაციის კონტროლის მიზნით, რამდენიმე ჯიშის ძაღლის მოშენებაზე მორატორიუმი დგება. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, მორატორიუმი ცხადდება გაზრდილი რისკის მქონე ძაღლებთან მიმართებაში, როგორიცაა: ამერიკული პიტბულტერიერი; ფილა ბრაზილირო; სტაფორდშირის ტერიერი; დოგო არგენტინო; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულტერიერი; ასევე სხვა ჯიშის ძაღლები, კერძოდ: ჰასკი, მალამუტი და ჰასკი. „შინაური ცხოველების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში ძაღლების მოშენებაზე პოტენციურად მაღალი რისკის ძაღლების, აგრეთვე ძაღლების სხვა ჯიშების ჰიპერპოპულაციის სამართავად. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მასზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები განახორციელებენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. დადგენილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.

მსოფლიო ჩემპიონატის წყალბურთის შესარჩევი ტურნირის მეოთხედფინალში საქართველო უკრაინას შეხვდებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: იქნება სააღდგომო ეპისტოლე და დიდი ალბათობით მას დაწერს ლოკუმი.საქართველოში სკანდალი ატყდა რეჟისორ რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ.21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენნდობის ჯგუფის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინესუფალი შიო: 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში

ENDEKA