ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყო

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყო. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი თანათავმჯდომარეები არიან. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა დელეგაციასთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი არაიიკ ჰარუთუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი. ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.

კაია კალასი: მინისტრებმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს, რომ საქართველომ კურსი უნდა შეცვალოსსაქართველოს ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდაKęstutis Budrys სანქციებზე - უკვე დავაგვიანეთ! შედეგად, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდებაევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ სტრუქტურას „დეზინფორმაციის გამო“კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე „ოპოზიციური ალიანსის“ შესახებ: ვერ მართეს საკუთარი ერთობა - როგორ უნდა მართონ ეს ხალხი ქვეყანას?Condor განაახლებს ფრანკფურტი-თბილისის ფრენებს, ყოველდღიური მიმოსვლა 15 ივნისს დაიწყება

ENDEKA