ვაკის სასამართლოს მკვლელობის საქმის ადვოკატი მალხაზ ბაგათელია დუმილის უფლებას იყენებს, სიმსივნე მე 3 სტადია აქვს, ამიტომ გირაო მოვითხოვეთ პროკურატურამ...
მალხაზ ბაგათელია ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს - არ ვიცი, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდო ქმედებასთან, განაცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი ჩოჩუამ ვაკის სასამართლოსთან მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო სხდომის შემდეგ. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნებაყოფლობით დათანხმდა სინჯების აღებას ექსპერტიზაზე. „მას აქვს კიბოს მე-3 სტადია და გადის ინტენსიურ მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ქიმიოთერაპიაში, ღებულობს მძიმე მედიკამენტებს, ამის საფუძველზე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების მოთხოვნით შუამდგომლობა შევიტანეთ, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ვვარაუდობ, რომ პროკურატურამ შეიძლება მოითხოვოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, თუმცა მე მასში რაიმე უჩვეულო არ შემიმჩნევია; ის ადეკვატურად საუბრობს. არ მიმაჩნია მართებულად იმის მტკიცება, რომ მან სცადა მტკიცებულებების განადგურება, რადგან ჩემი თანდასწრებით მან ნებაყოფლობით გასცა თანხმობა და მისცა ნიმუშები ექსპერტიზაზე. იძულების მცდელობა არ ყოფილა. არ ვიცი, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო ქმედებას“, - განაცხადა გიორგი ჩოჩუამ. ცნობისთვის, მალხაზ ბაგათელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 31 დეკემბერს ვაკის სასამართლოსთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, უკანონოდ შეძენა-შენახვა, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) ედება. პატიმრობა.
• თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, მაგრამ ხელისუფლების გადაცემაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე - "ლელო" არ იქნება მისი ინიციატორი. • ტურისტების ინტერესი საქართველოს პოპულარული ნაკრძალების მიმართ იზრდება • პროკურატურა: დაკავებულია ორი პირი; დააარსეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, თაღლითურად 161 პირისგან აიღეს 10 726 497,95 ლარი, მაგრამ მშენებლობა არ დაასრულეს. • ირაკლი კობახიძე: ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით იყო 3-4 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დარღვევას, მაგრამ პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა - რაც შეეხება წამებას, ეს არის სრული სიცრუე. • ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ • ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს შეიძლება ჰქონდეს რეალური საერთაშორისო შედეგები საქართველოსთვის •