მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო ფლაერტის შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო ფლაერტის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. „მაკა ბოჭორიშვილმა ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მძიმე ვითარების შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე დარჩენის აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და სოფელ წეროვანში დევნილთა დასახლებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ბანკებმა საერთაშორისო პლატფორმებზე ლარით გადახდაზე საკომისიო დააწესესჩვენს ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი.საქართველოში ტურიზმის რეკორდი დამყარდა.საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის - C5-ის შემოღებასგია ვოლსკი - საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის - ეს არის ტყუილი, რომელიც დღეს დილიდან მიზანმიმართულად გავრცელდასანქცირებული ტელეკომპანია იმედის იურიდიული სამსახურის უფროსი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა

ENDEKA