ვაკის სასამართლოს მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ვაკის სასამართლოსთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის თქმით, სასამართლო სხდომის შემდეგ საუბრისას, მოსამართლემ მიიღო ბრალდების მხარის არგუმენტები, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და გაქცევის საფრთხე. ვაკის სასამართლოსთან 31 დეკემბერს მომხდარ მკვლელობაში მალხაზ ბაგათელიას ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
• გაერთიანებული სამეფო 2027 წლიდან შეუერთდება Erasmus+ პროგრამას: რას ნიშნავს ეს ქართველი სტუდენტებისთვის • ანა ბუჩუკური: ამ უსირცხვილო პროპაგანდის პირობებში, როდესაც ქართული ოცნება პარტნიორებს ესხმის თავს, ჩვენი პარტნიორების ყოველი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია • ახლო აღმოსავლეთის ომმა საგრძნობლად გაზარდა საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა • მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს ხვდება • კალაძე: გარე ჩარევით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე დიდი თანხები დაიხარჯა • სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში დიქტატურა რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილმა დახურა საერთაშორისო საჰაერო სივრცე მისი ერთ-ერთი რეზიდენციის ზემოთ - ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება •