ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი

თბილისში გამართულ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალში ჩეხი ლუკას კრპალეკი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. მანამდე მერვედფინალში კვიპროსელი იანის ანტონიუ დაამარცხა, მეოთხედფინალში - თურქი იბრაჰიმ თატაროღლუ, ნახევარფინალში კი იპონით რუს ვალერი ენდოვიცკის მოუგო. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია წერს, რომ ისტორია დაიწერა: საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ამრიგად, საერთო გუნდურ შეჯიბრში საქართველომ 7 მედლით პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი ვაშაძე: სამშობლო ქართული სცენარით უნდა დავიბრუნოთპაპუაშვილი: აშშ-ის ადმინისტრაციამ იცის, რა უნდა გააკეთოს ურთიერთობების აღსადგენადძლიერი ლიდერების ნაკლებობას კობახიძე არაფორმალურ გავლენას უკავშირებსირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდათბილისის სააპელაციო სასამართლომ აქციის 11 მონაწილეს განაჩენი დაუტოვასაგარეო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა

ENDEKA