ტატამზე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი გავა
დღეს, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს, ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვა. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ტატო გრიგალაშვილი გამოვა. მისი პირველი მეტოქე ავსტრიის წარმომადგენელი მაგომედ ბორჩაშვილი იქნება. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაური პირველ ბრძოლას იტალიის წარმომადგენელ კენი კომი ბედელთან გამართავს, მაისურაძე კი პირველ ტურს გამოტოვებს. ქალთა შორის 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი იასპარეზებენ. ჭანტურია მეორე ტურში უნგრელ სოფი ოზბასს დაუპირისპირდება, გულბანი კი პირველ ტურში დაიწყებს რბოლას და გერმანელ სამირა ბოკს დაუპირისპირდება. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები უკვე მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ხოლო ვერცხლის მედალი - გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ). წინასწარი მატჩები 10:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 16:00 საათზე დაიწყება.
• მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 53 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს • გიორგი ვაშაძე: სამშობლო ქართული სცენარით უნდა დავიბრუნოთ • საგარეო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა • პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს შეხვდა • თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს • ტატო გრიგალაშვილი - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ძიუდოში •