მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 53 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 53 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმიგრაციის კონტროლის სპეციალური ღონისძიებები ჩაატარეს თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს 53 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის კენიის, უგანდას, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის მოქალაქეები. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. დეპარტამენტის ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა მიზნით ამოწმებდნენ კონკრეტულ ლოკაციებსა და ობიექტებს, რაც მიზნად ისახავდა კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირებას. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებულები. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოპოზიციამ საქართველოში ფასების შემცირების ხედვა წარმოადგინაპირადი ცხოვრების ხელყოფისა და იძულებითი სექსუალური აქტის ბრალდებით ერთი პირი დააკავესადვოკატი: პროკურატურამ უნდა აირჩიოს: ან უსოიანმა ძმებს მიქაძეებს - შესაძლოა ფარცხალაძის მეშვეობით - ჯანგველაძის მოკვლა უბრძანა, ან კონფლიქტის გამო მკვლელობა თავად ფარცხალაძემ გასცა.აღმოსავლეთ საქართველოში გადახდის ტერმინალებიდან ფულის ქურდობისთვის ოთხი დააკავესსაგარეო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეაშავდათუაშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

ENDEKA