ლუკა მაისურაძემ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
თბილისში გამართულ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მსოფლიოს ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების წარმომადგენელი ნემანია მაჟდოვი დაამარცხა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ლუკა მაისურაძესთვის ეს მედალი მეოთხე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ჩემპიონი პირველად 2022 წელს გახდა, 2019 და 2020 წლებში კი ბრინჯაოს მედლები აიღო. მაისურაძემ საქართველოს დელეგაციას 2026 წლის კონტინენტის ჩემპიონატზე მეხუთე მედალი მოუტანა. ერთი დღით ადრე ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოიპოვეს.
• პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს შეხვდა • ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა • განათლების მინისტრის მოადგილე: საუბარია დიპლომებზე, რომლებშიც სიტყვა „ბაკალავრიატი“ არ არის განსაზღვრული • ლევან ხაბეიშვილი სგგდ-ს წარმომადგენელს - ფიცით იტყუებით! ჩემს წინ კრიმინალი დგას! არ გრცხვენია? შეხედე ჩემს შვილებს თვალებში! • ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა • ყაზბეგის საბაჟო პუნქტზე, დეკლარირებული ოქროსა და ფულის დიდი ტვირთის შემოტანის 5 მცდელობა შეჩერდა. •