2025 წელს საქართველოში 28 ადამიანი დაიკარგა

2025 წელს საქართველოში 28 ადამიანი დაიკარგა

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის პირები ქრებიან. 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე ქვეყანაში 64 ადამიანი გაუჩინარდა. აქედან 36 იპოვეს, 6 კი გარდაცვლილი, 28 კი ამ დრომდე იძებნება. მათ შორის 5 არასრულწლოვანია. მოწოდებულია 2024 წლის მონაცემებიც: მაშინ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა 114 ადამიანი, მათგან 57 აღმოჩნდა, მაგრამ 42 ადამიანი გამოქვეყნების მომენტისთვის კვლავ იძებნებოდა. მათ შორის 6 არასრულწლოვანი იყო, 18 კი 25-დან 45 წლამდე ასაკის. თუ გადავხედავთ გრძელვადიან სტატისტიკას, სურათი კიდევ უფრო რთულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 1973 წლიდან 2025 წლის ივნისამდე საქართველოში 6747 ადამიანი გაუჩინარდა, მათგან 1024 ვერასდროს იპოვეს. ამ რიცხვიდან 37 არასრულწლოვანია. დაკარგულთა საერთო რაოდენობის 66% მამაკაცია, 34% ქალი.

ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის საკითხი განიხილესსაქართველო ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად საერთაშორისო ვიზიტების ზრდას აფიქსირებსთბილისში, უცხოელის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავესპაპუაშვილი: ოპოზიციას ჰგონია, რომ ფილმშია, უბრალოდ, მათთვის ახალი სეზონი დაიწყოაზერბაიჯანმა სომხეთიდან საქართველოს გავლით საქონლის იმპორტი დაიწყოარჩილ გორდულაძე: ოპოზიცია არ იხილავს არც „ნეპალის შემოდგომას“, არც „უნგრეთის გაზაფხულს“ და არც სხვა ქვეყნის ზაფხულს და ზამთარს - ისინი პოლიტიკურად გაბათილებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს.

ENDEKA