შალვა პაპუაშვილი არის სურვილი, რომ უშუალო კონტაქტი გვქონდეს ჩვენს კოლეგებთან პირდაპირი შეხვედრებით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში ბრიუსელი გახდა დაბრკ...
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი გახდა დაბრკოლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში და მისი ფილტრის მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტამბულში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია. „როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო უშუალო კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის მეშვეობით. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი გახდა დაბრკოლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის და მისი ფილტრის მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის საქართველოს შესახებ, ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. არის სურვილი, რომ უშუალო კონტაქტი გვქონდეს ჩვენს კოლეგებთან პირდაპირი შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში. მეორე: აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს ყველამ აღნიშნა კრიზისი, რომელსაც განიცდის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო. ენერგიის დაზოგვის მიზნით მათ უწევთ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, რადგან ნავთობის მარაგი შეზღუდულია, მათ შორის დისტანციური მუშაობა და ა.შ. თვალსაჩინოა, როგორ აისახება ერთ რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტი სხვა რეგიონებზე. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით ვხედავთ, რომ ეს კრიზისები გვერდს გვივლის. იქნება ეს უკრაინაში მიმდინარე ომი თუ კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ვხედავთ, რომ მაშინ, როცა სხვა ქვეყნებისთვის ეს ეკონომიკური კოლაფსის წინაპირობაა, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სწორი მიდგომა“, - აღნიშნავს პაპუაშვილი. მან ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობაც. „მე მქონდა შეხვედრები აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ასევე მაქვს დაგეგმილი შეხვედრა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
• პარიზის ფესტივალზე საქართველომ ლიტერატურა წარადგინა • ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას • ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა Starbucks-ის შესვლა ქართულ ბაზარზე • პაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ ისტორიის დამკვირვებლები, ჩვენ ვართ მისი ავტორები • შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის • ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აბასთუმნის თავზე ცის დაკეტვის შესახებ „ცრუ ინფორმაცია“ ვრცელდება. •