საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6 ით შემცირდა.

საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6 ით შემცირდა.

საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. სოციალური დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი თითქმის 6%-ით დაეცა. უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, დახმარებას სულ 667 793 ადამიანი იღებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიმღებთა რაოდენობამ 708 017 ადამიანი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, საქართველოს ყოველი მეექვსე მცხოვრები იღებს საარსებო შემწეობას. უფრო კონკრეტულად, რეგიონების მიხედვით სარგებლის მიმღებთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი - 147 948 ადამიანი ქვემო ქართლი - 107 587 იმერეთი - 78 224 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 76 121 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 68 129 კახეთი - 62 776 შიდა ქართლი - 52 553 გურია - 25 334 სამცხე-ჯავახეთი - 19 225 მცხეთა-მთიანეთი - 17 515 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12 381 სტატისტიკა ასევე ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პირებს. თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც მონაწილეობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, დეკლარაციაში მითითებული ოჯახის ყველა წევრი (მათ შორის არასრულწლოვნები) რჩება რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 4 წლის განმავლობაში და აქვს შეღავათების მიღების უფლება. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაქმების პროგრამები 2026 წლის ბიუჯეტში აღარ შედის.

ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვათინა ბოკუჩავა - ივანიშვილი ზედმიწევნით ასრულებს ზახაროვას და მისი ბოს პუტინის დავალებას, ჩამოართვას საქართველოს ევროკავშირის წევრის პერსპექტივა.ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თუმცა ამჟამად სამივე სფეროში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ძალიან გვაღელვებს.ძლიერი ლიდერების ნაკლებობას კობახიძე არაფორმალურ გავლენას უკავშირებსირაკლი კობახიძე - ოფიციალურ ორგანიზაციებში შესამჩნევია არაფორმალური გავლენები, სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს უქმნიან გამოწვევებს და ამის "კარგი" მაგალითია საქართველო - ეს უნდა შეიცვალოსირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა

ENDEKA