საქართველოს ხელბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ესპანელი რუბენ გარაბაია დაინიშნა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულ გუნდს ესპანელი სპეციალისტი რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, 47 წლის ესპანელი სპეციალისტი რუბენ გარაბაია 11 მაისს ქართველი გულშემატკივრების წინაშე სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარდგება და ეროვნულ ნაკრებთან მუშაობას ოფიციალურად დაიწყებს. ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების ვარჯიში იმავე დღეს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს ნაკრები წლის დასაწყისში ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები თელავში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მეორე რაუნდში ისრაელთან 1:0 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთის ნაკრები 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 32 ქვეყანასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. 26 მარტს გათამაშების შემდეგ ჩამოყალიბდა ოთხგუნდიანი რვა ჯგუფი, სადაც მატჩები შინ და გასვლით გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე მესამე ადგილზე გასულ ოთხ გუნდთან ერთად გააგრძელებს. 2028 წლის ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად იანვარში პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გაიმართება. ცნობილია, რომ შესარჩევი თამაშები 2026 წლის ნოემბერში დაიწყება და 2027 წლის მაისში დასრულდება.
• ლევან ხაბეიშვილი სგგდ-ს წარმომადგენელს - ფიცით იტყუებით! ჩემს წინ კრიმინალი დგას! არ გრცხვენია? შეხედე ჩემს შვილებს თვალებში! • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვა • სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზა ზოდელავის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს • სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება გლობალური პროცესების ფონზე - კობახიძე • საქართველო მასწავლებლებს 2026 წლიდან მრავალჯერადი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საშუალებას აძლევს • პაპუაშვილი: ბრიუსელი დაბრკოლებად იქცა •