ირაკლი კობახიძე გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპების განსაკუთრებული პატივისცემით, დღეს ამას ვეღარ ვხედავთ

ირაკლი კობახიძე გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპების განსაკუთრებული პატივისცემით, დღეს ამას ვეღარ ვხედავთ

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპების განსაკუთრებული პატივისცემით, დღეს ჩვენ ამას ვეღარ ვხედავთ, ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიულ დონეზე, აბსოლუტურად უარყოფენ ყველა პრინციპს და ეს ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვებ-გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელისა და გვარის არასწორად მითითებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აბსოლუტურად უაზრო და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის ამჟამინდელ სახეს. „გერმანიაში ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ პრობლემებს. მაგალითად, 20 წლის წინ გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპების განსაკუთრებული პატივისცემით. დღეს ჩვენ ამას აღარ ვხედავთ, ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიულ დონეზე, აბსოლუტურად უარყოფენ ყველა პრინციპს, არ პატივს სცემენ პრინციპებს და ეს ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროსთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად უაზრო, ერთადერთი შეფასება, რაც შეგვიძლია მივცეთ ამ მოვლენას, არის ეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აბასთუმნის თავზე ცის დაკეტვის შესახებ „ცრუ ინფორმაცია“ ვრცელდება.ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვასაქართველოს საფეხბურთო ნაკრები ივნისში ბაჰრეინს დაუპირისპირდებააზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარეებმა სტამბულში შეხვედრა გამართესაბასთუმანში აკრძალული ზონის შექმნის მიზნით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებსთბილისის სააპელაციო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და 9 სხვას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ENDEKA