დათუნაშვილი სად არის ის ინვესტიცია, რომელსაც გამყიდველი ბიჭი დაგვპირდა კობახიძე
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, დადებითია ის ფაქტი, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების რეალისტური გზა არის რეჟიმის არჩევნების გზით დამარცხება. „მივესალმები სალომე ზურაბიშვილის სწორ პოზიციონირებას, არ მივესალმები წარსულში მის სრულიად მცდარ პოზიციებს არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილი შეუერთდა „ძლიერ საქართველოს“ და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების ერთადერთი ნორმალური და რეალური გზა ამ რეჟიმის არჩევნების გზით დამარცხებაა, ძალიან კარგია და მისალმებას იმსახურებს“, - განაცხადა დათუნაშვილმა. ამასთან, მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს გაკეთებულ შეფასებაზე, სადაც არაბულ ინვესტიციებზე საუბრისას ინვესტორების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა და არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილე პოლიტიკურ ოპონენტებს მარგინალურ ჯგუფებად უწოდა. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრების გარდა აინტერესებთ, სად არის ის სარგებელი, რაც არაბულ ინვესტიციებს უნდა მოეტანა ქვეყანას. „ბინძური კურდღელი, რომელიც ივანიშვილის ფერმაში იკვებება, თურმე თვლის, რომ ქართული ოპოზიცია მარგინალურია. მინდა ვუთხრა ამ არსებას, რომ მას მხოლოდ რამდენიმე წუთი და საათი რჩება ამ ქვეყნის წარმომადგენლად, ამ გაუგებრობაში. ფაქტობრივად, ამ არარაობის ფიქრის მიღმა, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ სად არის ინვესტიციები, სად არის ფული, კეთილდღეობა და სიხარული, რომელსაც “გამყიდველი ბიჭი” კობახიძე დაჰპირდა საქართველოს მოსახლეობას. სად არის ეს ყველაფერი? დღეს გავიგეთ, რომ საქართველოს სახელმწიფო მიწები არაბებს უზუფრუქტის პირობებით უკვე გადავეცით, მაგრამ ფული ჯერ არსად ჩანს, არც შეღავათები ჩანს, არც დასაქმებული ხალხი ჩანს და რაღაც არარაობა მიდის წინ და უკან და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამის წინააღმდეგი იყვნენ, მარგინალიზებულები არიან. ამ შეურაცხყოფისთვის, რომელიც ამ არარაობამ ჩაიდინა, ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა ნებისმიერი სამხარაძის „დამსხვრევა““, - განაცხადა დათუნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის 152-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არაბთა გაერთიანებული საემიროების პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოში არაბული ინვესტიციები. მისი თქმით, „არაბული მხარე ინფორმირებულია საქართველოში არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ განხორციელებული მავნე ოპერაციის შესახებ“. მან ასევე აღნიშნა, რომ არაბულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ეს არის პოლიტიკური ოპონენტების, მარგინალური ჯგუფების მიერ ინიცირებული კამპანია, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური დივერსიაა“.
• Axios: შეერთებულმა შტატებმა ირანს შესთავაზა ურანის გაცვლა 20 მილიარდ დოლარად • WSJ - ტრამპის ორგანიზაცია გახდება პარტნიორი თბილისში ახალ ცათამბჯენზე • კობახიძემ და ერდოღანმა ორმუზის სრუტის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრეს • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ თანამშრომელს სამსახური შეუჩერდა. • განათლების მინისტრის მოადგილე: სასკოლო ფორმის ღირებულება ალბათ ას ლარამდე იქნება • პირადი ცხოვრების ხელყოფისა და იძულებითი სექსუალური აქტის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს •