აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული მიიღო
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ აზერბაიჯანის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი და ვიცე-კონსული მაჰბუბა ნამაზოვა ბათუმში მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფუად აზიზოვმა ცოტნე ანანიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თბილი დახვედრისთვის და გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონული კავშირების გაღრმავებაში წვლილი შეიტანონ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი ფატი ხალვაში.
• ლევან ხაბეიშვილი სგგდ-ს წარმომადგენელს - ფიცით იტყუებით! ჩემს წინ კრიმინალი დგას! არ გრცხვენია? შეხედე ჩემს შვილებს თვალებში! • „ოპოზიციური ალიანსი“ ფასების შემცირებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის ზომებს სთავაზობს • საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა განათლების სფეროში ერთობლივი გეგმები ჩამოაყალიბეს • ეთერ ლიპარტელიანი – ევროპის ჩემპიონი ძიუდოში • სკანდალი ბათუმის უნივერსიტეტში: პროფესორმა სისტემა გატეხა და სტუდენტების სახელით შეფასება მისცა • თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს •