ბაზისბანკმა ჩინელ მფლობელებთან ერთად წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შესყიდვა

ბაზისბანკმა ჩინელ მფლობელებთან ერთად წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შესყიდვა

ბაზისბანკმა, მარეგულირებლისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შესყიდვა და აქციების 95,99%-ის მფლობელი გახდა. ეს ტრანზაქცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე. ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის კომბინაცია დამატებითი ძლიერი მხარეებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს კონკურენციას და მომხმარებელს შესთავაზებს მრავალფეროვან ფინანსურ პროდუქტსა და მომსახურებას. „ეს ტრანზაქცია არის მნიშვნელოვანი ეტაპი ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა უნიკალური შესაძლებლობაა, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით, შექმნას ძლიერი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, თანაბრად ძლიერი ბიზნესის მხარდასაჭერად და საცალო სექტორში. ამ გარიგებით ჩვენ ვზრდით კონკურენციას ბაზარზე, რაც დადებითად აისახება კლიენტების ინტერესებზე. დამატებითი რესურსები ნიშნავს ბიზნესის დაფინანსების მეტ შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

თბილისში შინაური ცხოველების შენახვის წესების დარღვევის რიცხვი თითქმის სამჯერ გაიზარდასადავო პარლამენტმა საკამათო გრანტების შესახებ კანონის ახალი გამონაკლისები მიიღოსაქართველო ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად საერთაშორისო ვიზიტების ზრდას აფიქსირებსშალვა პაპუაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდამიხეილ სააკაშვილი: გიორგი ყუფარაშვილი დაინიშნა უკრაინის ყველაზე ცნობილი მე-3 არმიის კორპუსის „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად.ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი: ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე - გულისხმობს ხელშეკრულების მოწყობას, განზრახ მკვლელობას და დამნაშავე უკვე ნასამართლევია ორი ინსტანციის სასამართლომ.

ENDEKA