მაკა ბოჭორიშვილი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება, მისი საგარეო ...
ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ნებისმიერი პროცესის შეფასებისას და, მით უმეტეს, კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ - სანამ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება, მისთვის რთული იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულად შესაბამისობაში ყოფნა, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა. „ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ მარტივი სტატისტიკის გაუმჯობესების სურვილით დამატებითი საფრთხე შევუქმნათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ამ კონტექსტში. ბოჭორიშვილმა დღეს ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის „უსამართლო მიდგომებსა“ და „უსამართლო დამოკიდებულებაზე“ საქართველოს მიმართ. „2022 წლის ივნისში, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო იყო. ამ უსამართლო გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ ის გამოყენებული იქნა საზოგადოების შემდგომი პოლარიზაციისა და საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციისთვის. 2022 წელს არ არსებობდა გეოპოლიტიკური ან პრაქტიკული საფუძველი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა. ევროკავშირის გადაწყვეტილების უსამართლობა მაშინვე რომ არ გამხდარიყო აშკარა, ევროკომისია 2022 წლის ივნისში არ გამოაქვეყნებდა ანალიტიკურ ანგარიშს, როგორც ამას მისივე პროცედურები მოითხოვს, რომელზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დაფუძნებულიყო. ანგარიში რამდენიმე თვის დაგვიანებით - 2023 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნდა, სადაც ამ გადაწყვეტილების უსამართლობა უკვე დოკუმენტირებული იყო“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, „ევროპარლამენტის რეზოლუციები უსამართლო მოპყრობის ნათელი მაგალითია“. „2022 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ 10 მიკერძოებული და სრულიად უსამართლო რეზოლუცია მიიღო, რომლებიც საღ აზრსა და ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტს სცილდება. პოლიტიკური დიალოგის შეჩერების შესახებ განცხადებაც უსამართლოა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ დიალოგს ყველასთან აწარმოებს - ყველა პოლიტიკური სისტემის, მისწრაფებისა თუ განწყობის სახელმწიფოსთან, საქართველოს ჩაკეტვის პოლიტიკა უსამართლო და საღ აზრს მოკლებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აცხადებ, რომ ზრუნავ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე. ასევე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ასეთი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ვალდებულებას, წარმოადგინოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით. ამ უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტების ან ქვეკომიტეტების არც ერთი შეხვედრა არ ჩატარებულა. ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომა 2024 წლის 20 თებერვალს გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ არასდროს თქვა უარი ევროკავშირთან დიალოგზე. უფრო მეტიც, როდესაც დავინახეთ შესაძლებლობა, გამოგვეყენებინა ადამიანის უფლებათა დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის განახლებისთვის, რაც არის საკითხი, რომელსაც ევროკავშირი ხშირად... „მომართვის თანახმად, იყო გულწრფელი შეთავაზება საქართველოსთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის გამართვის შესახებ. „ქართული ოცნების“ მთავრობა მზად იყო ამ დიალოგის გასამართად, თუმცა საკითხი ევროკავშირის მიერ მანიპულირებისთვის გამოიყენეს. ევროკავშირის ბიუროკრატიის ასეთი უსამართლო დამოკიდებულებისა და ე.წ. იზოლაციის იმიტაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, ორმხრივ კავშირებს, რათა საგარეო პოლიტიკა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართოს და ჩვენი ქვეყნის პოზიციები სათანადოდ დაიცვას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. ის ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.
• „დროას“ ლიდერმა და კიდევ 7 დაზარალებულმა ქალმა წერილი გაუგზავნეს ევროსაბჭოს კომისარს • მინსკის აეროპორტში საქართველოდან ჩამოსვლისას ბელორუსი ფოტოგრაფი დააკავეს • საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში საგარეო საქმეთა მინისტრს და „ოცნების მთავრობას“ ადანაშაულებს. • მაკა ბოჭორიშვილი - ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე - საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ • საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა • დროა - ელენე ხოშტარიამ და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლმა ქალებმა მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაერტის. •