კობახიძემ მოქალაქეებს დედა ენის დღე მიულოცა

კობახიძემ მოქალაქეებს დედა ენის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს დედა ენის დღე მიულოცა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მშობლიური ენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. „გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილი განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ დღეს საქართველომ ერთიანად აქცია მშობლიური ენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა - ქართველმა ხალხმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ არასოდეს დათმობდა ეროვნულ ღირსებას. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის შენარჩუნებას. ამიტომაც ამ ისტორიულმა გამარჯვებამ ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა საფუძველი, რომელზეც დღეს დგას ჩვენი სუვერენიტეტი. ჩვენი ვალი ჩვენი მშობლიური ენის წინაშე მარადიულია. თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული იდენტობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიყოთ ურყევი ჩვენი ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე ზრუნვაში. მშობლიური ენის ძლიერება და განვითარება ქართული სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი - დიქტატორები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან! ზოგი მშვიდობიანად, ზოგი ხმლით და ომით, მაგრამ მიდიან!პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებსჰადსონის ინსტიტუტი აქვეყნებს მოხსენებას "საქართველოს ტრიალი ირანისკენ"ირაკლი კობახიძე - ვულოცავ პიტერ მაგიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამოჩენილი, ურყევი მხარდაჭერისთვის.ADB: საქართველომ უნდა გააძლიეროს ინტეგრაცია და როლი, როგორც სატრანსპორტო კერა ზრდის მხარდასაჭერად21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ENDEKA