აშშ ის საელჩო ულოცავს საქართველოს დედაენის დღეს.
„1978 წლის 14 აპრილს, ქართველებმა გააპროტესტეს საბჭოთა კავშირის მცდელობა, ჩამოერთმია ქართული ენა ოფიციალური სტატუსით. დღეს ჩვენ პატივს ვცემთ მათ გამბედაობას და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას. ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს!“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღეა. 1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა რესპუბლიკებში ადგილობრივი ენებისთვის ოფიციალური სტატუსის ჩამორთმევა. რუსული სსრკ-ის ერთადერთ ოფიციალურ ენად უნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილება უნდა შესულიყო საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ქართული ენა ოფიციალურ სტატუსს კარგავდა. ის საქართველოს უზენაეს საბჭოს მიერ 1978 წლის 14 აპრილს უნდა დამტკიცებულიყო. თუმცა, იმავე დღეს, ამ გეგმის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში,რუსთაველის გამზირზე. მათი უმეტესობა სტუდენტი იყო. დედაქალაქში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის) შენობამდე მასობრივი მსვლელობა მოეწყო. მსგავსი პროცესები ვითარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების მიზნით, საიდანაც ასევე ამოიღებდნენ ქართული ენის შესახებ სტატიას. სიტუაცია უმართავი ხდებოდა. საბჭოთა მთავრობას ორი ვარიანტი ჰქონდა: სისხლისღვრა ან დათმობები. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა კაპიტულაცია დაესრულებინა და კონსტიტუციაში ცვლილებები არ შეტანილა. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ 1980-იან წლებში, სწორედ 1978 წლის 14 აპრილს მიეცა პირველი ბიძგი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აღზევებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში სამივე ქართული დამწერლობა (ასომთავრული (ანუ მრგვლოვანი), ნუსხური (მე-9 საუკუნიდან) და მხედრული (მე-11 საუკუნიდან) შეიტანა. თანამედროვე ქართული ენა 33 ასოსგან შედგება - ხუთი ხმოვანი და 28 თანხმოვანი. ანბანი შეიქმნა არაუგვიანეს მე-5 საუკუნისა.
• სალომე სამადაშვილი - ევროპა გაძლიერდა, რუსეთი დასუსტდა, ეს მყისიერად არ შეცვლის ჩვენს რეალობას, მთავარია ევროპის პოლიტიკურ სივრცეში "გადაწყობა" მოხდა, ჩვენს სასარგებლოდ - სტრატეგიულად საქართველომაც გადადგა ნაბიჯი წინ. • მარჯანიშვილსა და ვაგზლის მოედანს შორის არსებული გვირაბი 6,3 მილიონ ლარად გარემონტდება • პიტერ მაგიარი: დიდი სიამოვნებით გესტუმრებით თბილისში და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას - ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში - ეს არ არის ჩვენი სტილი • აშშ: ირანის პორტებში შემავალი და გამომავალი გემების ბლოკადა დაინერგება დაგეგმილის მიხედვით • საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ • აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტაქსის მძღოლობა აუკრძალეს •