სალომე სამადაშვილი ევროპა გაძლიერდა, რუსეთი დასუსტდა, ეს მყისიერად არ შეცვლის ჩვენს რეალობას, მთავარია ევროპის პოლიტიკურ სივრცეში გადაწყობა მოხდა, ჩვე...
ორბანმა უბრალოდ არ წააგო არჩევნები, მისმა მმართველობამ განიცადა სრული სისტემური კრახი. უნგრელმა ხალხმა ახალ მთავრობას მისცა მანდატი, რომელიც ქვეყანას სჭირდება სისტემური რეფორმებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - წერს სოციალურ ქსელში ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. სამადაშვილის თქმით, უნგრეთში პარტიის Tizsa-ს გამარჯვებით გაიზარდა შანსი, რომ რეჟიმის სანქციების საკითხი კვლავ „გააქტიურდეს“ ევროკავშირის დღის წესრიგში, ხოლო საქართველო შეინარჩუნებს იმ სარგებელს, რაც მოიპოვა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის სახით. „ორბანის (რუსეთის) გამოგონილმა ფსევდოიდეოლოგიამ, ეგრეთ წოდებული მემარჯვენე, სუვერენული „კონსერვატიზმის“ სახით (სინამდვილეში, რუსებისთვის და დიდი ფულისთვის მომუშავე პოლიტიკოსების იდეოლოგიური საფარი), განიცადა დიდი კრახი. ორბანთან სუსტდება რუსების მიერ გამოგონილი ძალზე საშიში იდეოლოგიური ხაზი, რომელიც ევროპის განადგურებას ისახავდა მიზნად. ცენტრი ძლიერდება, ევროპა იქნება ძლიერი მანამ, სანამ მის პოლიტიკაში ცენტრისტული ძალები დომინირებენ. რაც შეეხება საქართველოს. ორბანი სისტემატურად ბლოკავდა ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილის მთავარი მხარდაჭერის კრახი რეალობას შეცვლის. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დღის წესრიგში აღარ დადგება, რადგან ევროკავშირი უფრო ეფექტური გახდება ივანიშვილის რეჟიმის სანქციების კუთხით. ვინც არ იცის, აგიხსნით, რომ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანას აქვს უფლება დადოს ვეტო ივანიშვილის რეჟიმის სანქციონირებაზე. თუმცა, უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ დაბლოკავს. ორბანმა ისარგებლა ამით, დაბლოკა ივანიშვილის სანქციები და ამით გაზარდა უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაიზარდა შანსი, რომ რეჟიმის სანქციების თემა კვლავ გააქტიურდეს ევროკავშირის დღის წესრიგში, ხოლო საქართველო შეინარჩუნებს იმ სარგებელს, რაც ჩვენ მივიღეთ, მაგალითად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სახით. და ბოლოს, ევროპა გაძლიერდა, რუსეთი დასუსტდა - ეს ჩვენთვის რეალობას მოკლევადიან პერსპექტივაში არ შეცვლის, მთავარია, ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში „გადაწყობა“ მოხდა, ჩვენს სასარგებლოდ. სტრატეგიულად დღეს საქართველომაც გადადგა ნაბიჯი წინ და ეს მნიშვნელოვანია“, - წერს სამადაშვილი. ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, სავარაუდოდ, უნგრეთის პარლამენტში უმრავლესობას პეტერ მაგიარის პარტია „ტიზა“ მოიპოვებს. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.
• ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა • საქართველოს მთებში თოვლმა ზემო ლარსში სამი ათასი სატვირთო მანქანა შეაგროვა • ჩხოროოცკში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე პირუტყვის უკანონო ხოცვა აღმოაჩინეს. • მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა • საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკაში, აცხადებს ფინანსთა მინისტრი • ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ურთიერთინტერესების პროექტის“ სტატუსი მიანიჭეს. •