პაპი მე არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის

პაპი მე არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის

მე არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის, განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი განცხადებები ირანის წინააღმდეგ ომის შესახებ. რომის პაპის თქმით, მას „არ სურს დონალდ ტრამპთან დებატებში შესვლა“. მე არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარების გზავნილის ხმამაღლა ლაპარაკის, რადგან მჯერა, რომ სწორედ ამისთვის ვარ აქ და რისთვის არის აქ ეკლესია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვუყურებთ საგარეო პოლიტიკას იმავე პერსპექტივიდან, საიდანაც მან [ტრამპმა] შეიძლება აღიქვას იგი. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, მე მჯერა სახარების გზავნილის. რომის პაპმა ლეო XIV-მ აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. "მე გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა ლაპარაკს. მოვუწოდებ ყველას, მოძებნონ გზები მშვიდობისა და შერიგების ხიდების ასაგებად და იპოვონ ომის თავიდან აცილების გზები, როდესაც ეს შესაძლებელია", - თქვა რომის პაპმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის მუშაობის შედეგებითინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა ევროპაში ერთადერთი მოკავშირე დაკარგა! ორბანის დამარცხება კეთროვანი ივანიშვილის სრულიად განადგურების დიდი შანსია!რომელ ქვეყნებს აქვთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა შესვლისთვის?თბილისში მცხოვრებს პნევმატური იარაღიდან ესროლესADB: საქართველომ უნდა გააძლიეროს ინტეგრაცია და როლი, როგორც სატრანსპორტო კერა ზრდის მხარდასაჭერადსტენფორდის უნივერსიტეტმა რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა

ENDEKA