დავით მათიკაშვილი არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მთავარია, უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა...

დავით მათიკაშვილი არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მთავარია, უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა...

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრელი და ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთობის გაღრმავება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება. მათიკაშვილის თქმით, უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი და ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა. "უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ვიცით, დათვლილია ხმების 99%. დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიციამ Tisza-მ. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველი ხალხისა და ჩვენი მთავრობის სახელით მიულოცა გამარჯვებულ ძალას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. მშვიდი, მშვიდობიანი ატმოსფერო იყო მოქალაქეების ძალიან მაღალი აქტივობა. საარჩევნო უბნებზე გრძელი რიგები იყო. მთავარი ის არის, რომ უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრელი და ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთობის გაღრმავება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელიც ასევე უნგრეთში იმყოფება სადამკვირვებლო მისიით, აღნიშნა, რომ არჩევნებში უპრეცედენტო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. „უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ჩვენ იქ ვიყავით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში და ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს. არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თავისი ნება თავისუფლად, ზედმეტი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე. იყო უპრეცედენტო მონაწილეობა, ისტორიაში უმაღლესი მონაწილეობა და საბოლოოდ, ოპოზიციურმა გუნდმა მოსახლეობისგან გამარჯვება და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, OSCE/ODIHR-ის დასკვნების საწყისი მონაცემები და შეფასებები დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე გახდება ცნობილი. ორი თვის შემდეგ ამ თემაზე საბოლოო შეფასება გაკეთდება. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები ჩატარდა ნორმალურ გარემოში, დაცული იყო საარჩევნო პროცედურები და მოსახლეობამ გამოხატა თავისი აზრი პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მახაშვილმა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უზარმაზარ ზიანს აყენებს, ნაოსნობის თავისუფლების აღდგენა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესიაძლიერი საქართველო - საზოგადოების მკაფიო პოზიცია ორბანის მმართველობის წინააღმდეგ არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი - არჩევნების გზით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც უთანასწორო სისტემაში.მარტში საქართველოს ექსპორტი 24%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4%-ით.„ოპოზიციური ალიანსი“: „ტიზას“ გამარჯვება უნგრელი ხალხის აშკარა არჩევანია დემოკრატიის სასარგებლოდ.პიტერ მაგიარი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებასაზარტული თამაშების სექტორში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და ლიცენზირების პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება.

ENDEKA