საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა აშშ ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელთან
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ და სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა სამუშაო შეხვედრა გამართეს აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელთან დევიდ კენედისთან. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. კერძოდ, განიხილეს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიური ლაბორატორიის შესაძლებლობების გაფართოება, ლაბორატორიის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალიზებული უწყვეტი განათლების მოდულის შექმნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA). წლების განმავლობაში სააგენტოს მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით.
• საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს კავშირი აქვს ირანთან - მედია • „გახარია საქართველოსთვის“: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია • ევროკომისიის სპიკერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ამიერიდან „ჩრდილოვანი ფლოტის“ არც ერთი ტანკერი არ დაიშვება ქვეყნის პორტებში - ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას ყურადღებით. • ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოტანის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით. • გვერკისა და ჰემაღალის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებმა სასამართლოსა და პროკურატურას მიმართეს. • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები •