ტყიბულში, სოფელ კურსაში მეწყერი ჩამოწვა მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ტყიბულში, სოფელ კურსაში მეწყერი ჩამოწვა მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსაში მეწყერი ჩამოწვა. დეპარტამენტის ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. „მეხანძრე-მაშველები აქტიურად მუშაობენ, მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, რათა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოვუწოდებთ სოფელ კურსაში მცხოვრებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი შსს-ს წარმომადგენლების მითითებებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე არსებული ვითარების სწრაფად შესაფასებლად სააგენტო გეოლოგთა სამი ჯგუფი იმყოფება.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართებასაქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე ტენდერი გაუქმდაეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაშიმთავრობის ადმინისტრაცია - ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და მიუსამძიმრა ისრაელს დაღუპვის გამო.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია: სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - მეწყრული ზონიდან 38 ოჯახი ევაკუირებულია.მარნეულში მამაკაცი, რომელმაც ცოლი დანით დაჭრა, დააკავეს

ENDEKA