ნიკოლოზ სამხარაძე ქაჯა კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა დავიწყოთ სასმელი როცა ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველო...

ნიკოლოზ სამხარაძე ქაჯა კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა დავიწყოთ სასმელი როცა ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველო...

ქაჯა კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა დავიწყოთ სასმელი - როცა ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველოში, მე მგონია, რომ ამ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშაა და სწორედ ამის შედეგად აგრძელებენ ერთად სმას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკომისრის გაფართოების საკითხებში Marta Ko-ს განცხადების საპასუხოდ. მისი თქმით, ჭკუაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველოში. „ამ ბოლო დროს კაჯა კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა დავიწყოთ დალევა. როცა ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველოში, მგონია, რომ ამ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშაა და სწორედ ამის შედეგად აგრძელებენ ერთად სმას. ამ განცხადებას სხვა შეფასების გაკეთება შეუძლებელია“, - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში „ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს“ დემოკრატიულ ხმებს და კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროპული მომავლისგან, ატყუებს საკუთარ ხალხს, თითქოს ქვეყანას ევროკავშირში მიჰყავს და ევროკავშირი მათ უნდა მოერგოს. მისი თქმით, საქართველოში ჩანს „რა ხდება მაშინ, როცა რუსეთი იმარჯვებს“. რაც შეეხება ქაჯა კალასის განცხადებას, „იმედის“ ცნობით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ „მსოფლიოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შესაძლოა კარგი დრო იყოს სასმელის დასაწყებად“.

ირაკლი კუპრაძე - კრიზისის განმუხტვისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ - ორი მთავარი პრობლემა უნდა გადაწყდეს: სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.კუპრაძე: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიალოგის ყველა შესაძლებლობა კრიზისის განმუხტვისთვის"შავი წვიმა" ირანს ატყდებარომან გოცირიძე: დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაუწესებს აზერბაიჯანს და ასე გადაარჩინა „ყულევი“საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე ტენდერი გაუქმდალილოს მუნიციპალურ თავშესაფარში 116 მიუსაფარი ცხოვრობს

ENDEKA