ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის გაყინული პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს ...
სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან მკაფიოა: ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობა. „საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამან ხელშესახები გახადა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ჩვენი მოლოდინი და მოთხოვნაა, რომ განვითარდეს კონსტრუქციული პროცესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
• ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია: სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ძალადობა მიუღებელია • ვაიმარის სამკუთხედი: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებით • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უარი ეთქვა „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მონახულებაზე. • ირაკლი კობახიძე: მე შევხვდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას - დისკუსია ეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერებას. • არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს სიმართლეს, რომლის აღიარება არც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში და არც მათთან დაკავშირებულ პირებს არ სურთ. • მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსები პარლამენტში არიან - ბოიკოტი საზიანოა მხოლოდ მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს და ამას ყველა ეთანხმება, ვინც იკვლევს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას. •