ვაიმარის სამკუთხედი საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებით

ვაიმარის სამკუთხედი საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებით

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გამოთქვამენ სინანულს საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს საგარეო დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც მათი შეფასებით „ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზარდ რეპრესიულ მიდგომას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2026 წლის 6 მარტის განცხადებას. ახალი ცვლილებები აფართოებს ხელისუფლების კონტროლს პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობებზე საქართველოში უპრეცედენტო დონეზე და არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას და ზრდის ზეწოლას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, კერძოდ, დამოუკიდებელ მედიაზე, უფლებადამცველებზე, ექსპერტებსა და სერვისის მიმწოდებლებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტის თანახმად, „ამ ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ქვეყნის ვალდებულებებს ევროკავშირის წინაშე, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლიდან გატარებულმა კურსმა გამოიწვია მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ვირტუალური შეჩერება, როგორც ეს არის განმარტებული 2024 წლის ევროპის საბჭოს დასკვნებში და დადასტურებულია ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამაირაკლი კუპრაძე - ანაკლიას უნდა მიენიჭოს სტრატეგიული, ნომერ პირველი ეროვნული პროექტის სტატუსი - უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი და გადავარჩინოთ ანაკლია საეჭვო კომპანიებისგან, რათა  პორტი აშენდეს ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების მიერ.ჯო უილსონი: პუტინი არის ომის დამნაშავე, რომელიც იყენებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტსჯო უილსონი: ომის დამნაშავე პუტინი იყენებს ანაკლიის პორტს, რომელსაც აკონტროლებს ჩინეთის კომუნისტური პარტიამიხეილ სააკაშვილი: როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციურმა ალიანსმა“ რეალურ პრობლემებზე განცხადება არ გააკეთა, მაგრამ ჩემი გაკრიტიკების დრო პოულობს? - მეგობრებო, შეცვალეთ თქვენი მიზანი; დროა გავთავისუფლდეთ "სააკაშვილის კომპლექსისგან"ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

ENDEKA