მარტა კოსი საქართველოში ხედავთ რა ხდება, როცა რუსეთი იგებს
საქართველოში ხედავთ რა ხდება, როცა რუსეთი გაიმარჯვებს, განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას. კოსის თქმით, საქართველოში „ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს“ დემოკრატიულ ხმებს და კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროპულ მომავალს; საკუთარ ხალხს ატყუებენ, რომ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიჰყავთ და ევროკავშირი მათ უნდა მოერგოს. „ჩვენ უნდა განვავითაროთ ქსელი, რომ დავიცვათ დემოკრატია ჩვენს კონტინენტზე. გაფართოება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. საქართველოში ხედავთ რა ხდება, როცა რუსეთი გაიმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ ხმებს. მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც უტევს ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს. და ისინი [ქართული ოცნება] ატყუებენ საკუთარ ხალხს, თითქოს ქვეყანას ევროკავშირისკენ მიჰყავთ და ევროკავშირი მათ უნდა მოერგოს. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, ვინც აფასებს დემოკრატიას და თავისუფლებას - ჩვენ არ დავთმობთ თქვენზე“, - განაცხადა კოსმა.
• ნიკოლოზ სამხარაძე - ყოველთვის არის მცდელობა, გამოიყენონ საქართველო სანქციების გვერდის ავლით და მათ შორის, დიდწილად, ევროპულმა კომპანიებმა - ასე რომ, ჯერ საკუთარ კომპანიებს მიხედონ. • ნიკოლოზ სამხარაძე - ქაჯა კალასმა განაცხადა, რომ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა დავიწყოთ სასმელი - როცა ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველოში, მე მგონია, რომ ის მართლაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშაა. • გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ტვ ფორმულა“-ს სასამართლოში უჩივლა. • რომან გოცირიძე: დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაუწესებს აზერბაიჯანს და ასე გადაარჩინა „ყულევი“ • ვაიმარის სამკუთხედი: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებით • "შავი წვიმა" ირანს ატყდება •